„ქრისტიან-დემოკრატები“ ირწმუნებიან, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობა
უახლოეს პერიოდში ერთ ლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
„მიკროავტობუსით
მგზავრობის
არსებული საფასური მოსახლეობას ისედაც მძიმე ტვირთად აწევს, მისი კიდევ უფრო მომატების შემთხვევაში მგზავრობა ბევრისთვის საერთოდ შეუძლებელი გახდება. მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ
დაიწყოს მოლაპარაკება
„თბილისის
მიკროავტობუსის"
ხელმძღვანელობასთან
და ფასის თვითნებური ზრდა არ დაუშვას“,-
აცხადებს სამუშია.
Internet.ge