აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შეზუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მამათა მონასტერში უმასპინძლებს
16:30 31.07.2012
|
დღის სიახლეები
|
ხვალ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის "ინკლუზიური განათლება: შემეცნებით–საგანმანათლებლო პროგრამები მოზარდებისთვის" ფარგლებში 26–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი წალკის მამათა მონასტერს ესტუმრება.
დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული და მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრირებული ჯგუფი წალკის სამონასტრო კომპლექს დაათვალიერებს. სამინისტროს ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფის დახმარებით კი ბავშვები სხვადასხვა განმავითარებელ და სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩაერთვებიან, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
ბავშვებისთვის ასევე ფოტო–გამოფენა მოეწყობა, ჩატარდება სხვადასხვა გასართობი თამაში და მათ შთაბეჭდილებებზე ინტერვიუები ჩაიწერება. დღის დასასრულს ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|