საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ სიღნაღში სასტუმრო "კაბადონის"
მშენებლობის
პროცესი დაათვალიერეს. სტუმრებს მასპინძლობა სასტუმროს მფლობელმა, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გაუწია.
სასტუმროს მშენებლობაში
4,5 მილიონი
დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. სასტუმროში დასაქმებულია 30
ადგილობრივი
თანამშრომელი.
ამჟამად, მათ სპეციალური ტრენინგები უტარდებათ იმისათვის, რომ "კაბადონის"
გახსნისთანავე
შეძლონ სტუმრებისთვის დასავლური სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა.
"რაც მთვარია, ადგილობრივ კახელ გლეხს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია მიიტანოს თავისი პროდუქტი, ავტობუსის მძღოლს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია ჩამოიყვანოს ტურისტების ჯგუფი და 30 ადგილობრივ ადამიანს გაუჩნდა ახალი სამუშაო ადგილი” - განაცხადა ვერა ქობალიამ.
”კაბადონი“ პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც დამსვენებელს სპისა და ველნესცენტრის მომსახურებას სთავაზობს.
internet.ge