GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა
14:51 01.08.2012
დღის სიახლეები

დღეს, ერთ წელი შესრულდა, რაც საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  ამ დრომდე ID ბარათის მიღების სურვილი სულ 424 464–მა მოქალაქემ გამოთქვა, მათ შორის 22 513 სტუდენტია. 

გურჯაანის იუსტიციის სახლში, დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა, ID ბარათების გაცემის ერთი წლის სტატისტიკა წარმოადგინა და ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების მსურველ სამ ახალგაზრდას სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

მისი თქმით, ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. დოკუმენტების გაცემის დროს მოქმედებს არაერთი შეღავათი: ID ბარათი უფასოდ გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001 არ აღემატება; სტუდენტებზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ საქართველოს მოქალაქეებზე; პირებზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.

სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, 2011 წლის 10 დეკემბრიდან მოქალაქეებს შეუძლიათ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორენოვანი ელექტრონული ID ბარათით გადაკვეთონ საზღვარი.  ამ დოკუმენტის საშუალებით მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის იუსტიციის სახლის ვებგვერდზე (www.my.gov.ge) დათვალიერება, რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა და ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის მაღება და სხვა.

ID ბარათი იგივე სტუდენტური ბარათებია, რომელთა გაცემაც 12 ივნისიდან დაიწყო. ბარათზე განთავსებულია ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, რის შემდგომაც სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა ფადაკლება როგორც, საჯარო ასევე კერძო სექტორისაგან.თუ სტუდენტი პირველად იღებს ბარათს მასზე დოკუმენტი  განაცხადის წარდგენიდან მე–10 სამუშაო დღეს უფასოდ  გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს უკვე აქვს ID ბარათი, იგი მიმართავს იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ბარათით, რომელზეც მოხდება სტუდენტის ინფორმაციის დატანა. ინფორმაცია ბარათზე განცხადების შეტანიდან შვიდი დღის ვადაში უფასოდ განთავსდება.  ამ შემთხვევაში, სტუდენტის ID ბარათის გარეკანზე ვიზუალურად დატანებული იქნება სიტყვა  „სტუდენტი“.

სტუდენტებს სპეციალური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა 1 ივლისიდან მიეცათ. ახალი პროექტის მიხედვით, მათთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფასდაკლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სტუდენტები პასპორტის საფასურისაგან თავისუფლდება – 5%-ით, ხოლო სამოქალაქო რეესტრის ყველა სხვა მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება 10%-ით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მერაბიშვილმა ოზურგეთში მშენებარე ჰესი დაათვალიერა1
ერთ წელიწადში 400 000–ზე მეტი ID ბარათი გაიცა2
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის ქნესეთის დელეგაცია ეწვია3
თორდია დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულებებში, გრძელვადიანი პაემნების დანერგვას ითხოვს4
ვაშინგტონში ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X