104 წლის ქალმა, ფეგი
მაკლაიფმა, პარაპლანით ფრენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქალბატონი, რომელიც
ეტლით გადაადგილდება, პარაპლანით 730
მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.
ასეთი მაჩვენებლით მან
წინა რეკორდი მოხსნა, როდესაც 2007 წელს 101 წლის ამერიკელმა ქალმა პარაპლანით
იფრინა.
ფეგი მაკლაიფმა ფრენა
კიპროსზე არსებული წმინდა ილარიონის ციხესიმაგრიდან განახორციელა.
მაკლაიფმა
ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მე სიამოვნებას ვიღებდი ყოველ
წუთს ფრენის დროს. მინდა ეს კიდევ ერთხელ გავაკეთო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემს
რეკორდს ვინმე გაიმეორებს.“
internet.ge