ლონდონის მერი ბორის
ჯონსონი ოლიმპიადის ღონისძიებაზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვიქტორიას
სახელობის პარკში სეირნობისას მან ერთ-ერთ ატრაქციონზე - საბაგირო გზაზე - ასვლა
გადაწყვიტა. იგი შუა გზაში გაიჭედა, როდესაც 20 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.
ჯონსონს იუმორის
გრძნობა არ დაუკარგავს და იღიმოდა კიდეც, სანამ მნახველთა ჯგუფი მას ფოტოებს
უღებდა.
საბოლოოდ ყველაფერი
კარგად დასრულდა. მაშველებმა მერის ევაკუირება მოახდინეს. ქალაქის თავმა მიწაზე
დაშვების შემდეგ ატრაქციონის გამოცდა ექსტრემის მოყვარულ ადამიანებს ურჩია.
internet.ge