GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილმა თერჯოლაში მცხოვრებ ოჯახს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები გადასცა
12:47 02.08.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თერჯოლაში მცხოვრებ ტყავაძეების ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. ტყავაძეების ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე პენსიონერები, ხოლო მათი შვილიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდია. სამივე მათგანი პოლისებით სარგებლობას 2012 წლის პირველი სექტემბრიდან შეძლებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მინისტრმა ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება 15 ივლისიდან დაიწყო. 0-დან 5 წლის ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, 1-ელი სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც ისარგებლებენ. ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა თერჯოლის სამედიცინო ცენტრი მოინახულა და კლინიკაში დასაქმებულ მედპერსონალს შეხვდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკოსებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის1
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე ოჯახთან ერთად მივიდა2
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება3
ენტონი ბივორი: მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეების ხორცს ჭამდნენ4
ისრაელის მოსახლეობას სარაკეტო დარტყმების დროს უსაფრთხოების წესებს აცნობენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X