პოლიტიკური
პარტიებისთვის
დაუსაბუთებელი
წარმომავლობის
თანხების გადარიცხვის მოტივით
17 შემომწირველის
დაყადაღებული
ქონების აუქციონზე გატანა ხვალიდან იწყება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 3 აგვისტოს აუქციონზე 10 შემომწირველის ქონება გავა დანარჩენი პირების ქონებაზე კი აუქციონი
6 აგვისტოს
ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით 17 პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა
ოქმებით აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,
ჩვიდმეტივე
პირი გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
internet.ge