საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი დღეს ქუთაისში, ნუცუბიძეების ოჯახს
ესტუმრა და პირადად გააცნო მთავრობის პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“.
ნუცუბიძეების 6 სულიან ოჯახში ორი პენსიონერი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია,
რომელთაგან ერთმა უკვე მიიღო სადაზღვევო პაკეტი.
მინისტრმა ასევე
ისაუბრა დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია,
დევნილთა ჩართულობით, მათი საჭიროებების გამოვლენა და სამინისტროსა და დევნილებს
შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესება. ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს დევნილთა
კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და მიზნობრივი ღონისძიებების დაგეგმვას.
დევნილთა საჭიროებების
შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში დევნილთა გამოკითხვა უკვე დაიწყო. სამინისტროს
განცხადებით, ინტერვიუერები ყველა დევნილ ოჯახში მივლენ. 185 ინტერვიუერი,
რომლებიც ასევე იძულებით გადაადგილებული პირები არიან, წინასწარ შეირჩა და
გადამზადდა.
internet.ge