მამაკაცმა, რომელიც
მეუღლესთან და დედასთან ერთად ნავით სეირნობდა, მხოლოდ მეუღლის გადარჩენა შეძლო.
ხიაო გუოს განცხადებით,
ის მეუღლესა და დედასთან ერთად ნავით, სათევზაოდ წავიდა. თევზაობისას წვიმა დაიწყო
და ნავი გადაბრუნდა. დედა და მეუღლე იხრჩობოდნენ, ვინაიდან არცერთმა მათგანმა ცურვა
არ იცოდა. ხიაომ ჯერ მეუღლე გადაარჩინა და დედის წყლიდან ამოყვანა ვეღარ მოასწრო.
ინციდენტთან დაკავშირებით
ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა კითხვარი, სწორად მოიქცა თუ არა მამაკაცი, რომელმაც მეუღლე
გადაარჩინა. მომხმარებელთა 54%–მა, 19,652–მა ადამიანმა მას მხარი დაუჭირა.
internet.ge