გორის რაიონში, სოფელ ნადარბაზევის ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო.
აბე ხეთერელი ტბაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მან ცურვა არ იცოდა, თუმცა წყალში მაინც შევიდა, რის შემდეგაც უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც ცნობილია მოზარდი ორჯონიკიძიდან იყო და ის ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა.
ამ დროისათვის მაშველებმა ცხედარი ტბაში უკვე იპოვეს და ის პროზექტურაში გადაასვენეს.
internet.ge