GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„სილქნეტსა“ და „მეცხრე არხს“ შორის ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს
20:43 02.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლების ტრანზიტი. ამ მომენტისათვის საკაბელო ოპერატორებმა უკვე დაიწყეს სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი, კერძოდ, კახეთის  საკაბელო ოპერატორმა შპს „გორდამ“, რუსთავში მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა, შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მაგთიკომმა“ უკვე განახორციელეს საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი.


ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს სს „სილქნეტსა“ და შპს „მეცხრე არხს“ შორის.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ცალკეულ მაუწყებლების მიერ ვრცელდება საზოგადოების აშკარად შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს საარჩევნო კოდექსით საკაბელო ოპერატორებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელოვნურად ქმნის პროცედურულ დაბრკოლებებს. კომისია განმარტავს, რომ საკაბელო ოპერატორები, ვალდებულნი არიან განათავსონ საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში და მიაწოდონ საკუთარ აბონენტებს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სიგნალი. 

ამდენად, იმისათვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს, აუცილებელია საკაბელო ოპერატორებსა და დაინტერესებულ მაუწყებელს შორის შედგეს კომუნიკაცია.

მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება (მაგალითად, გარკვეული უნდა იქნას სამაუწყებლო სიხშირე ან თანამგზავრის კოორდინატები, ვიდეო/აუდიო სიგნალის კოდირება, ნაკადის ფორმატი და სხვ.) და მეორეს მხრივ,  საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალის ტექნიკურად მიტანა საკაბელო ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ჩართვის წერტილამდე, ხოლო საკაბელო ოპერატორმა - ამ მიწოდებული სიგნალის გატარება აბონენტებამდე. ასეთია საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკა და ასეთი განმარტებები იქნა გაცემული არაერთ შეხვედრაზე, რომელიც შედგა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით.

იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი მიიტანს საკუთარ სიგნალს საკაბელო ოპერატორის ქსელში ჩართვისთვის, ხოლო ის  არ განათავსებს არხს თავის სამომხმარებლო პაკეტში და არ მიაწვდის აბოენენტებს სიგნალს, მაუწყებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას, ხოლო კომისია ვალდებულია 48 საათის განმავლობაში განიხილოს საკითხი და დამრღვევი საკაბელო ოპერატორის მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, გააფრთხილოს დამრღვევი, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩეროს ავტორიზაცია ერთი წლის ვადით. 

იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის მხრიდან საკაბელო ოპერატორი არ მიიღებს ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მაუწყებლის ქსელში განსათავსებელად და მაუწყებელი არ უზრუნველყოფს საკუთარი სიგნალის საკაბელო ოპერატორამდე მიტანას, საკაბელო ოპერატორისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იქნება სამაუწყებლო არხის  საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება. 

ამ და სხვა საკითხების  ნათლად განმარტების მიზნით კომისიამ ივლისის განმავლობაში ჩაატარა რამდენიმე და ამჟამადაც აგრძელებს შეხვედრებს როგორც საკაბელო, აგრეთვე სიხშირულ და სატელიტურ მაუწყებლებთან.  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 3 აგვისტოდან დამატებით ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი 0800 900 907 და 0800 900 908.

საკაბელო  ოპერატორებსა და საერთო მაუწყებლებს შორის კომუნიკაციების ხელშეწყობისა და სადავო საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით. კომისია გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს  Must Carry-ს პრინციპის სრული ამოქმედებისათვის და მიმართავს  მაუწყებლებს და საკაბელო ოპერატორებს გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და ზედმეტი ბიუროკრატიისა და დაბრკოლებების გარეშე, ერთის მხრივ სიხშირულმა და სატელიტურმა მაუწყებლებმა უზრუნველყონ სიგნალის მიწოდება საკაბელო  ოპერატორებამდე და, მეორეს მხრივ, საკაბელო ოპერატორებმა უზრუნველყონ მიწოდებული სიგნალის მიტანა საბოლოო მომხმარებლებამდე."

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს1
რუსეთი ვერ შეაშინებს საქართველოსა და აზერბაიჯანს2
ბილიჩი: “ხორვატიას ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია”3
პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს 9 მაისი მიულოცა4
პარლამენტის შენობის შესამოწმებლად “ქართული ოცნების“ წევრები ჩავლენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X