აუქციონზე გაყიდული შპს „ბურჯის“ მფლობელის ვინაობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი,
როდესაც მყიდველი თანხას გადაიხდის. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების
ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ბესიკ ლილუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მყიდველს შეძენილი ქონების საფასურის გადახდა 10 დღის განმავლობაში შეუძლია, მისი ვინაობც მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გასაჯაროვდება.
აუქციონზე იძულების წესით გატანილი
კომპანია გუშინ გაიყიდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 16 ივლისს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო გაცემული #4/2756-12 და #4/2751-12 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით დაეკისრა 11 018, 105 ლარის გადახდა, მას ასევე გადასახდელად დაეკისრა აღსრულების საფასური 771 267,35 ლარის ოდენობით.
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 50%,
შესაბამისად შპს "ბურჯის" ქონების საწყისი ფასი აუქციონზე 5 153
831,5 ლარი
იყო.
Internet.ge