დანიელი მკვლევარების
განცხადებით, გრენლანდიაზე ყინულის დნობა, შესაძლოა, მცირე აფეთქებებმა გამოიწვია.
მათ გამოიყენეს 1980
წლს გადაღებული საჰაერო ფოტოები და დაადგინეს, რომ მცირდება კუნძულის გარშემო
არსებული მყინვარები.
მეცნიერულ ჟურნალში მათ
აჩვენეს ორი პერიოდი, როდესაც მოხდა ყინულის გამოყოფა კუნძულიდან – 1985-1993 და
2005-2010 წლები. ეს პროცესი ხდება სტაბილურად და მუდმივად.
მათი განცხადებით, შემდეგში
ეს იქნება რთული პროცესი, რომელიც გამოიწვევს ზღვის დონის ცვლილებას.
გასულ თვეში ნასამ
გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა ყინულის დნობის პროცესის დაწყებას. ორი
დღით ადრე კი, ყინულის მთას მანჰეტნზე ორჯერ დიდი ზომის აიზბერგი გამოეყო.
Internet.ge