ფილადელფიის მეტროში
დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ უცნაური ინციდენტი დააფიქსირა. მამაკაცი,
რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, იმდენად გაერთო ლაპარაკით, რომ ბაქანიდან გადაუხვია,
პლატფორმის კიდემდე მივიდა და პირდაპირ ლიანდაგისკენ გადავარდა.
საბედნიეროდ, ამ
დროისთვის სარკინიგზო გზა ცარიელი იყო და მატარებელიც არ მოძრაობდა ახლოს.
მამაკაცმა დროულად მოასწრო გონს მოსვლა, ბაქანზე აცოცება და საფრთხისთვის თავის
დაღწევა.
მედიასაშუალებები
იუწყებიან, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მზარდ პრობლემას, რასაც
მთავრობის წარმომადგენლები და უსაფრთხოების ექსპერტები „უყურადღებოდ სიარულს“
უწოდებენ.
internet.ge