GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი გვინდაძე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
17:54 06.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, დიმიტრი გვინდაძემ, ინფორმაცია მთავრობის პროგრამებზე მიაწოდა, რომლის მთავარი მიზანი დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე, ისაუბრა  სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და მიმდინარე რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ დინამიკაზე, ენერგოსექტორის განვითარების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და სხვ.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან  შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორია სოფლის მეურნეობის წილი დღევანდელ ეკონომიკაში, რა თანხებია გამოყოფილი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სექტორის მხარდასაჭერად და რა რეფორმები ტარდება საქართველოში აღნიშნული და სხვა დარგების სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ეს არის ლექციების ციკლი, რომელიც ეხება საქართველოში ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. ჩემთვის საინტერესო იყო აგრარულ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა. ამ უნივერსიტეტმა ბოლო წლების განმავლობაში განიცადა მნიშვნელოვანი დადებითი ტრანსფორმაცია. სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელიც თანამიმდევრულად ყალიბდება, როგორც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ერთ-ერთი გენერატორი ქვეყანაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლექცია ორ საათს გაგრძელდა და ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტში ლაზიკას პროექტზე იმსჯელებენ1
ნინო კალანდაძე: საქართველოს მთავრობა ნებისმიერ მოქალაქეს დაიცავს2
ბაქრაძე: დარღვევების გამოსწორების გზა არ არის კომისიების ბლოკირება და კარის მტვრევა3
რუსეთის სამხედრო პროკურატურა თავისი ვერტმფრენის არასანქცირებული დაშვების ფაქტზე მოკვლევას ატარებს4
კანდელაკი: ლუკაშევიჩის განცხადება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის უხეში მცდელობაა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X