საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დღეიდან ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 24 მარტიდან კვლავ გამოიდარებს და 27 მარტამდე მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღეიდან ტემპერატურა 16-17 გრადუსს მიაღწევს, 27 მარტიდან კი ამინდი კვლავ გაუარესდება.
დღეს, სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპარატურის 17 გრადუსამდე მომატებას ვარაუდობენ, დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 13 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს 14 გრადუსი იქნება, უმეტესად უნალექო ამინდი, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15/17-22 მ.წ.
Internet.ge