GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა მედიას სამინისტროს ახალი კონცეფცია გააცნო
13:53 06.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია აქვს. თავდაცვის უწყების სამოქმედო დოკუმენტი ე.წ. 3T-ს პრინციპს ეფუძნება და ტოტალურ ზრუნვას, ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას გულისხმობს.

დღეს, თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური ზრუნვაა, რომელიც ძალაში 2013 წლიდან ეტაპობრივად შევა.

სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებზე სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური ზრუნვის კომპონენტებია: ჯანდაცვა; განათლება; შეღავათები ტრანსპორტზე; საბანკო შეღავათები; ფინანსური წახალისება და დასაქმება; საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; დასვენება. ამასთანავე, სპეციალურად სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეიქმნება რეფერალური ფონდი, რომლიც საჭიროების შემთახვევაში, ასევე მოხმარდება სამხედროებისა და მათი ოჯახების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას.

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ჯანდაცვის მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზების გარდა, თავდაცვის სამინისტრო  ყველა სამხედროსთვისა და მათი ოჯახებისთვის  განათლების ხელმისაწვდომობაზეც იწყებს ზრუნვას. განათლების სფერო, ასევე გახდება ერთ-ერთი მოტივატორი ჯარში სამსახურის დასაწყებად.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს ყველა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, ვერ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და ვერ იხდის სწავლის საფასურს. ასეთ ადამიანს, თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს ჯარში, რის შემდეგაც მისი სწავლება სრულად დაფინანსდება.

იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება საკონტრაქტო სამსახურს მეორე ვადითაც  გააგრძელებს, მას თავდაცვის სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს. სამხედროებს უფასოდ გადაეცემათ კომპიუტერის, ინგლისურისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, ქართულის სწავლების ვაუჩერი, ასევე პროფესიული სწავლების ვაუჩერიც.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში სწვალების ხარჯებს დაფარავს.

სამხედროებისთვის ასევე ამოქმედდება განათლების უზრუნველყოფის საოჯახო პაკეტი, კერძოდ: ფასდაკლება სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში; ოფიცრების, კაპრალებისა და სერჟანტების პირველკლასელი შვილებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები; 16 წლიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის შვილების სწავლების დაფინანსება ბაკალავრიატში სახელმწიფო გრანტის ოდენობით;

პროფესიული განათლების ვაუჩერი გადაეცემათ სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებს.

სამხედროები მუნიციპალურ ტრანსპორტში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ, მიიღებენ საბანკო შეღავათებს, ფინანსურ წახალისებასა და ფასდაკლებას დასასვენებელ საგზურებზე.

ტოტალური ზრუნვა ასევე  გამიზნულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის.

3T-ს კონცეფციის დანარჩენი ორი პრინციპი ტოტალურ წვრთნასა და ტოტალურ თავდაცვას ეფუძნება. ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები კი, კიდევ უფრო გაძლიერდება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის გაუჩინარებულ თანამშრომელს ეძებენ1
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა2
პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტი შევა3
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 28 აგვისტოსთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X