"ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო განცხადება გააკეთა
14:12 06.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ხსოვნის კვირეულთან" დაკავშირებით მიიღებული გადაწყვეტილება გაახმოვანა.
მაჭავარიანის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა 7-8 აგვისტოს შეაჩეროს წინასაარჩევნო კამპანია, ვინაიდან მათ მიაჩნიათ რომ ამ დროს ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ომში დაღუპული გმირებისადმი პატივის მიგებით.
"ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენ პარტიებსაც მოუწოდებს აღნიშნული ინიციატივა გაიზიარონ.
ორი დღის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კლიპების ტელეეთერში გაშვებასა და მოსახლეობასთან შეხვედრებსაც წყვეტს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|