კახი
კალაძის ადვოკატი მონიტორინგის სამსახურს, კოალიციის წევრის, კახი კალაძის
ფინანსურ ანგარიშებზე ინფორმაციას, გარკვეული წინაპირობების შესრულების
შემთხვევაში
გადასცემს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა
შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დღეს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ კალაძე მზადაა ინფორმაციის წარსადგენად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათია მოგელაძე მიუთითებს კონკრეტულ მუხლს, რომლის საფუძველზეც მის სამსახურს უფლება აქვს, კალაძეს ნოემბრის თვიდან მოსთხოვოს საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია.
„მონიტორინგის სამსახური ჩემს კლიენტს სთხოვს ინფორმაციას საბანკო
ანგარიშების შესახებ, რომელიც კახი კალაძემ 2011 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამ დრომდე
განახორციელა. კანონის მიხედვით კი აუდიტის
სამსახურს არ
აქვს უფლებამოსილება,
კალაძეს ნოემბერ-დეკემბრის ანგარიშები მოითხოვოს, რადგან იმ პერიოდში აღნიშნული სამსახური საერთოდ არ არსებობდა. სამსახური 29 დეკემბერს დაფუძნდა, შესაბამისად მისი უფლებამოსილებები
ამ პერიოდიდან განხორციელებულ ქმედებებს ეხება“,-
განაცხადა ადვოკატმა.
თადუმაძის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კალაძეს საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით 4 აგვისტოს მიმართა.
internet.ge