მართლმადიდებლური
სამყარო დღეს, ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა
სამების ტაძრის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია სრულდება .
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია
მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს.
ამასთან, ხარების
დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება.
ამ დღეს
ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა
ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის
მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
გალილეის
ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და
ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
დღესასწაულთან
დაკავშირებით დიდმარხვა დღეს თევზით ხსნილია. დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს უფლის
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
Internet.ge