GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ლტოლვილთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს
13:40 07.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, შეისწავლოს ირაკლი გადელიას მდგომარეობა და ოჯახისთვის ადექვატური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელი ღონისძიებები გაატაროს.   

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა, ირაკლი გადელიამ. იგი ოჯახთან ერთად კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში.

განმცხადებლის განმარტებით, მისი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა. სახლის სახურავი და კედლები დაზიანებულია, რაც საფრთხეს უქმნის ი. გადელიას ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ირაკლი გადელიას შვილს, მიხეილ გადელიას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის კუთხით. კერძოდ, სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ მიხეილ გადელია დაავადებულია მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიით.

 2012 წლის 1 და 29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სამინისტროს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ირაკლი გადელიას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან ან მისი საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო ფლობს ინფორმაციას ზუგდიდში მდებარე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, რის გამოც, აღნიშნულ შენობაში ჩასახლებულ დევნილთა საკითხი აქტუალურია და მიმდინარეობს მათი გრძელვადიანი განსახლების პროცედურული მონიტორინგი.

მიუხედავად ამისა, კონკრეტული ინფორმაცია, ირაკლი გადელიას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვადების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მიუწოდებია“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის 6 მოქალაქე დაჯილდოვდა1
თაქთაქიშვილი: ლუკა კურტანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება2
სირია ომისთვის ემზადება3
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო4
დალი ხომერიკმა სერჟანტ ირაკლი კორძაიას მემორიალური დაფა გახსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X