GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო კასპში დაკრძალეს
15:20 07.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული. საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.

აგვისტოს ომში უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი 36 წლის გარდაიცვალა. ამ დრომდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.

უფროსი სერჟანტი თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალების IV ქვეით ბრიგადაში 2006 წლიდან მსახურობდა. თიგიშვილი დაჯილდოებულია მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული” და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

უფროსი სერჟანტის გელა თიგიშვილის დაკრძალვას ასევე დაესწრო მისივე თანამებრძოლის ზურაბ ტურაშვილის მამა გიორგი ტურაშვილი. სერჟანტი ტურაშვილი ასევე გმირულად დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში 2008 წელს. სერჟანტი ტურაშვილი კვირას 5 აგვისტოს ყვარელში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრნენ. სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრენეციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა1
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს2
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთში გამორჩეული ხელწერა და ბიზნესი მქონდა3
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)4
ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X