მხუთავი აირის შედეგად მოწამლული 15 წლის
გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
იაშვილის სახელობის ბავთა კლინიკაში განუცხადეს.
მათი თქმით, გოგონა გონს მოვიდა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
უგონო მდგომარეობაშია კიდევ ერთი
ახალგაზრდა 26 წლის თეონა ქუჯაშვილიც, ის
მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
დიღმის
დასახლებაში
წუხელ, გვიან ღამით მხუთავმა აირმა გაჟონა. მხუთავი აირის გაჟონვა გაუმართავმა გაზის მილმა გამოიწვია.
ადგილზე
გამოცხადდნენ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები, რომელებმაც საქმის შესწავლა დაიწყეს.
Internet.ge