GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ფინანსთა სამინისტროს წინადადებით მიმართავს
16:29 07.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა, გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართა.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ბრალდებულ მელიქ რაისიანის ადვოკატმა. სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მელიქ რაისიანისა და მისი ადვოკატის თეიმურაზ კუტივაძის ბრალდების მხარისაგან მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის მიღების კანონიერი უფლების დარღვევას.

“ადვოკატი კუტივაძე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ მელიქ რაისიანის ინტერესებს იცავს 2012 წლის 28 მაისიდან. ადვოკატმა 29 მაისს წერილობით მიმართა გამომძიებელ მაისურაძეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ასლების გადაცემის მოთხოვნით. ადვოკატ თ.კუტივაძეს გადაეცა ინფორმაცია და ასლები მხოლოდ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მოპოვებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატისათვის მასალების გადაცემის შემდგომ პერიოდში. ადვოკატის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მისი კლიენტის ბრალეულობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას და რაისიანის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რისი საშუალებაც მას საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა არ მისცა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველი ფინანსთა სამინისტროს წინადადებით მიმართავს1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X