მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 8 აგვისტოსთვის
23:55 07.08.2012
|
დღის სიახლეები
|
პლნეტა მერკური ასრულებს უკუსვლას ლომის ზოდიაქოში და მისი სტაციონარული ფაზის დროს (7-დან 13 საათამდე) ძირითადი ყურადღება გადაიტანეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მოლაპარაკებებსა და იდეების განხილვაზე, რაც მეტად შეუწყობს ხელს იდეების რეალიზაციას. შუადღის შემდგომ მეტად გაძლიერდება კეთილშობილება, გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა. მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ამეთვისტო და ზურმუხტი. ფერებიდან დადებითია: მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი, ლურჯი. სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. კარგი დღეა უძრავი ქონების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების, სამშენებლო მასალების შესაძენად. მოერიდეთ ორპირ ქარებს. აკონტროლეთ საფულე. სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის, მეგობრული კონტაქტებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, ავეჯის, ცხოველების შესაძენად, ვაჭრობისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის, პრაგმატული მოამქდებებისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი. დღე დადებითია კუროსა და მორიელისათვის. უარყოფითია – ლომისა და სასწორისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|