წამყვანმა
ტაბლოიდმა „Newsweek“-მა ქართულ ღვინოს ვრცელი სტატია მიუძღვნა. „არ
გამოტოვოთ ხვანჭკარა“ - ასეთია სტატიის სათაური, სადაც დეტალურადაა აღწერილი
მცხეთაში გამართული ღვინის ფესტივალი. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია
ქართულ სტუმართმოყვარეობაზეც.
„ქართული ღვინო გახდა
პირველი მიზეზი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების. 2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინის
რუსულ ბაზარზე შეტანა აკრძალა. თუმცა, ეს საქართველოსთვის სასარგებლოც კი
აღმოჩნდა, ვინაიდან მათ ღვინის დამუშავების მეთოდები ამის შემდეგ კიდევ უფრო
გააუმჯობესეს“, - აღნიშნულია „Newsweek“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის დასასრულს „Newsweek“
„ქინძმარაულის მარანის“ დირექტორის, დიმიტრი ლებანიძის კომენტარს აქვეყნებს: „თუ
რუსეთი დაელოდება ორი ან სამი წელი ქართული ღვინის მათ ბაზარზე შეტანას, ჩვენი
საუკეთესო ღვინოები გავა ჩინეთის, კანადის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული
შტატების ბაზარზე.“
internet.ge