იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მობილურმა
ჯგუფმა, მორიგი გასვლითი კონსულტაცია დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში განახორციელა.
საზოგადოებრივმა
ადვოკატებმა
მოქალაქეებს
უფასო კონსულტაციები, მემკვიდრეობასთან,
საგადასახადო
დავებთან,
მიწის ნაკვეთის პრივატიზაციისა და რეგისტრაციასთან
დაკავშირებით გაუწიეს. მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით,
იურიდიული
დახმარების
მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით,
რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.
„სერვისით სარგებლობა მარტივია. საკმარისია იურიდიული დახმარების სამსახურს განცხადებით მიმართოს 10-მა მოქალაქემ, რათა მობილური ჯგუფი გაემგზავროს იმ კონკრეტული დასახლებული პუნქტის მოსახლეობის დასახმარებლად.
მობილური
ჯგუფის სერვისი მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს, ვინც ბიუროებში მისვლას ვერ ახერხებს. დამატებითი სერვისის სახით მოქმედებს ონლაინ კონსულტაციაც“,-
აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს
მასშტაბით
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
11 ბიურო და 4 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. უფასო სამართლებრივი კონსულტაციით სარგებლობა შესაძლებელია ასევე საზოგადოებრივ მისაღებში, რომელიც სასჯელაღსრულების
დაწესებულებასთან
მოქმედებს.
internet.ge