მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური
დღეა. პოზიტიური დღეა ჯგუფური მუშაობისათვის, სპორტული ღონისძიებებისა და
ვარჯიშისათვის. ნაკლებად უსმინეთ სხვათა აზრს. ნუ იზარმაცებთ. მოიმატებს მადა და
სიამოვნებისადმი მიდრეკილება.
კარგი დღეა სამეცნიერო კვლევისა და სულიერი
კანონზომიერებების შესაცნობად. ეს არის აქტიური მოქმედების დღე, თუმცა, უნდა
გააკონტროლოთ უარყოფითი ემოციები. გადატვირთვა გამოიწვევს უმადობას და გულის რევის
შეგრძნებას. მეტი დრო დაუთმეთ ხელოვნებას, ახლობლებთან ურთიერთობასა და ბუნებას.
ნუ დაღლით თვალებს და გაიხვრეტთ ყურებს.
მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი,
ქრიზოპრაზი, ყვითელი იასპი და მარგალიტი.
ფერებიდან დადებითია: მწვანე, ყავისფერი,
ლიმონისფერი, თეთრი, ლურჯი.
სიზმრები შემდგომ ახდება. აკონტროლეთ საფულე. კარგი
დღეა სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისათვის,
კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, უძრავი ქონების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,
პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების, სამშენებლო მასალების,
ცხოველების, შესაძენად.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული
სისტემა და სწორი ნაწლავი.
დღე დადებითია კირჩხიბისა და თხის რქისათვის.
უარყოფითია ვერძისა და მერწყულისათვის.
Internet.ge