სასჯელაღსრულების სამინისტრო არასრულწლოვანთა
#11 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის
შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული
განცხადების თანახმად, 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ნაწილი ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო
ნივთების დაზიანება გამოიწვია.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მიერ, წესრიგის აღდგენის მიზნით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებები.
დისციპლინის
უზრუნველყოფისა
და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები.
“აღსანიშნავია, რომ არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება“,- ნათქვამია
განცხადებაში.
ფაქტზე
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge