კომპანია "ჯორჯიან უოთერ
ენდ ფაუერის" ინფორმაციით, დედაქალაქში წყალმომარაგების აღდგენა18:30 საათიდან, ეტაპობრივად დაიწყება.
კომპანიაში
შეფერხების მიზეზად მომხდარ სისტემურ ავარიას
ასახელებენ.
"ელექტროენერგიის უქონლობის გამო, თითქმის ერთი საათის განმავლობაში, მუშაობა შეწყვეტილი ჰქონდა არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებულ "ჯორჯიან უოთერ
ენდ ფაუერის" ყველა
სათავო ნაგებობასა და სატუმბო სადგურებს, მათ შორის
ღრმაღელისა და სამგორის საფილტრო სადურებს. მიუხედავად იმისა,
რომ კომპანიის სათავო
ნაგებობებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 14:20 საათიდან ეტაპობრივად დაიწყო,
წყალმომარაგება დედაქალაქში რამდენიმე საათის
განმავლობაში კვლავაც შეფერხებებით განხორციელდება, ვინაიდან, ტექნიკური პროცესების გამო,
წყალსადენის ქსელებისა და სამარაგო რეზერვუარების შევსება, წყალმომარაგების რეჟიმების დარეგულირება და წყლის
მიწოდების აღდგენა გაცილებით მეტ დროს ითხოვს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სათავო ობიექტების ელექტროენერგიით ჩვეულ რეჟიმში მომარაგების პირობებში, თბილისის სრული
წყალმომარაგების აღდგენა დღეს,
18:30 საათიდან, ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი“,- აცხადებენ კომპანიაში.
Internet.ge