მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 10 აგვისტოსთვის
23:54 09.08.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. ნუ აჰყვებით ხასიათის ცვალებადობას და ნუ ენდობით დღეს მიღებულ წინადადებებს. შეიძლება ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა თუმცა, მოიმატებს ფინანსური და სასიყვარულო ცდუნება და პროვოკაცები. პლანეტების ნეპტუნისა და ვენერას სასიკეთო ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს წინათგრძნობასთან დაკავშირებულ უცნაურ ნაცნობობას. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს, ილუზიებს. პრაგმატულად იმოქმედეთ. არ აგერიოთ სიყვარული და შეცოდება. მოიმატებს ხელოვნებისა და მისტიკური საკითხებისადმი დაინტერესება. მინერალებიდან სასიკეთოა: ზურმუხრი, აქატი, მარჯანი, ონიქსი და ალექსანდრიტი. ფერებიდან დადებითია: ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი, ცისფერი, თეთრი. საეჭვოა სიზმრების შემდგომ ახდენა. ნუ იჩქარებთ და ნუ გარისკავთ. აკონტროლეთ საფულე. კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სიყვარულისა და ქორწინებისათვის, ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის, უძრავი ქონების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ხელოვნების ნიმუშების, სამშენებლო მასალების, ცხოველების, შესაძენად. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და ენდოკრინული სისტემა. დღე დადებითია ქალწულისა და თევზებისათვის. უარყოფითია – ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|