ბანკ ‘’ქართუს" 8 თანამშრომელი, მათ შორის ბანკის პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა
გამოცხადდეს.
სასამართლო სხდომაზე
აღნიშნული პირების მიერ ‘’ქართული
ოცნებისთვის" უკანონო შემოწირულობის განხორციელების საკითხი განიხილება.
როგორც ჯავახიშვილმა პრესკონფერენციაზე გაანცხადა,
ამ დროისთვის დაყადაღებულია ‘’ქართუს" 8 თანამშრომლის, მათ შორის ბანკის
პრეზიდენტის ქონებაც.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სასამართლო განხორციელებული
შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით - 1 მილლიონ 100 ათასი ლარით დააჯარიმებს და ბანკის თანამშრომლების ქონება საჯარო აუქციონზე გაიყიდება.
Internet.ge