სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების მობილური სერვისით დღეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის მოსახლეობამ ისარგებლა.
სამინისტროს
ახალი მომსახურება, რომელიც მოსახლეობისთვის
სასურველ ადგილას უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ითვალისწინებს, მოქალაქეებს მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააცნო.
ამ
სერვისით სოფელ კაჭრეთის მოსახლეობამ ადგილზევე ისარგებლა და იურისტებისგან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები მიიღო.
მინისტრის
თქმით, კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული
მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.
სამინისტროს
ინფორმაციით,
იურიდიული
დახმარების
მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით,
რათა მოქალაქეებმა იურისტებთან გასაუბრება კომფორტულ პირობებში შეძლონ.
„მოსახლეობისთვის
უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 16 რეგიონული ოფისი მოქმედებს. დამატებითი სერვისის სახით ფუნქციონირებს ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ხალხისათვის, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა
და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად
შეიქმნა“,- აცხადებენ
სამინისტროში.
Internet.ge