GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფიქრია ჩიხრაძე: საგარეჯო პარადოქსების ქალაქია
17:35 11.08.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახეთის რეგიონის კურატორი ფიქრია ჩიხრაძე და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით მაისურაძე ქალაქ საგარეჯოს გაღმა უბნის მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნენ.

"ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ამ უბნის მცხოვრებლებს ბევრი მოუგვარებელი პრობლემა აწუხებთ – მოუწესრიგებელი გზები, კორპუსების დაზიანებული სახურავები, თვეების წინ დასეტყვილი ვენახები, მაგრამ მთავარი მაინც ამ დასახლებაში წყლის არარსებობაა.

"ერთი წუთით ამ ადამიანების მდგომარეობაში ჩაიყენოს ვიმემ თავი და წარმოიდგინოს, რამხელა სირთულეა, რომ ზამთარ–ზაფხულ კილომეტრების გავლა გიწევდეს სასმელი და სხვა ყოველდღიური საჭიროებისთვის წყლის მოსაზიდად,“– აცხადებს დავით მაისურაძე და ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, თავი დაანებონ ფასადურ პოლიტიკას, ნუ დაყოფენ ქალაქს პრივილეგირებულ და ნაკლებად პრივილეგირებულ უბნებად და იზრუნონ ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების მოსაგვარებლად.

„ის არ კმარა, რომ ამ ადამიანებს სხვადასხვა საშუალებებით უწვეთ უწყლოობის პრობლემის გადაჭრა, შორი მანძილიდან მოზიდვა, რიგში დგომა საათობით, ამას ემატება წყლის გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადონ იმაში, რომ წყალი არასოდეს აქვთ. დაგვიანების შემთხვევაში აკისრებენ ჯარიმებს, უგზავნიან გაფრთხილებებს, უთიშავენ ელექტროენერგიას. პარადოქსია, მაგრამ ეს არის ქალაქ საგარეჯოს რეალობა. გაუსაძლისია ამ ადამიანების ყოფა,“– განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

"ახალი მემარჯვენეების“ ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე და მემარჯვენეების პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფიქრია ჩიხრაძე: სოფლად ცხოვრება დღითიდღე უპერსპექტივო ხდება1
ეკლესია ძალადობის ფაქტებს აღიარებს2
"ქომაგის" სარჩელის განხილვა 27 ივნისს განახლდება3
მინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ (VIDEO)4
მოჰამედ მერას დაკრძალვაზე ალჟირმა უარი თქვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X