სამაშველო სამსახური უშბაზე მყოფ ალპინისტებამდე მისვლას უამინდობის გამო ვერ ახერხებს
ამ დრომდე ვერ ხერხდება უშბაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული უცხოელი მთამსვლელის გადმოსვენება და ორი ალპინისტის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა.
მაშველებმა ჯგუფის წევრების ადგილმდებარეობა იციან, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ხელს უამინდობა უშლის. ძლიერი ქარის გამო ვერტმფრენი უშბის ფერდობთან მიახლოებას და დაჯდომას ვერ ახერხებს.
როგორც მაშველები აცხადებენ, დაღუპული მთამსვლელის გადმოსვენება და ორი ალპინისტის უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება.
სამი ალპინისტი უშბის დასალაშქრად იყო წასული, სადაც უბედურ შემთხვევას ერთი მთამსვლელი ემსხვერპლა.
internet.ge