მიხეილ ცაგარელი: სამყარო გაძლევთ შანსს შეცვალოთ ან გამოასწოროთ ივნისის ბოლო ან ივლისის პირველ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებები.
დღეს მისიონერული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა არ მოგიტანთ შესაბამის შედეგს.
მთვარისა და პლანეტა ნეპტუნის ჰარმონიული დამოკიდებულება ხელს შეუწყობს საოჯახო და საფინანსო მდგომარეობის გამოსწორებას, მგრძნობელობის,
ინტუიციის გაძლიერებას, პოეზიისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გამახვილებას, დიპლომატიის
გზით საკითხების გადაწყვეტას, მშვიდობიანობას, სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მინერალებიდან სასიკეთოა:
ზურმუხტი, ქარვა, აქატი, ოპალი და ამეთვისტო.
ფერებიდან დადებითია:
წითელი, თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, იისფერი, მწვანე და ყვითელი.
სიზმრებს ნუ დაუჯერებთ.
კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის. ჯანმრთელობის
მხრივ სუსტდება მკერდი, კუჭი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
დღე დადებითია კუროსა
და თევზებისათვის; უარყოფითია – ლომისა და სასწორისათვის.
Internet.ge