განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს,
ოზურგეთში სხვადასხვა საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრი მათ
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე ესაუბრა.
მისი თქმით, მასწავლებლებისთვის ხელსაყრელია ის გარემოებაც, რომ გამოცდების ჩაბარება წელიწადის ნებისმიერ დროს
შეუძლიათ.
„განვიხილეთ სამინისტროს ახალი რეფორმები 8+1- ს პრინციპი,
სასერთიფიკაციო გამოცდების ახალი მეთოდები, ასევე მათგან მოვისმინე ის საკითხები,
რაც პედაგოგებს აწუხებთ“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
Internet.ge