საზღვარგარეთ
მოქმედ ქართულ ბიბლიოთეკებს შორის კიევში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ამოქმედდება. ამის შესახებ "პრაიმ ტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე
დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიბლიოთეკა კიევში ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, სადაც 4 000-მდე წიგნი, მათ შორის, როგორც კლასიკური ქართული ლიტერატურა, ასევე ახალი ნაწარმოებები და საქართველოს შესახებ ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ქართული
ბიბლიოთეკა
უკვე გახსნილია თურქეთში. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, უახლოეს მომავალში ქართული ბიბლიოთეკის გახსნა ერევანსა და ავსტრიაშიც იგეგმება.
internet.ge