სპეციალისტების ჯგუფმა იაპონიაში საშიში ტენდენცია დააფიქსირეს:
ფუკუშიმას რაიონში მუტირებული პეპლები გამოჩნდნენ: აქვთ ფრთების არასწორი ფორმა და
ჩაღრმავებები თვალებთან, რაც Pseudozizeeria maha-ს სახეობას, როგორც წესი, არ
ახასიათებს.
სპეციალისტების თქმით, ეს ცვლილება რადიონუკლიდებით არის გამოწვეული,
რომელიც ატმოსფეროში ავარიის შემდეგ მოხვდა.
ეს ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ ამ პრეფექტურაში მუტაციის პირველი
შემთხვევა არ არის.
გასულ წელს ავარიის ადგილიდან არცთუ შორს უყურო კურდღელი დაიბადა,
იაპონიის სანაპიროებზე დაჭერილ თევზში კი არაერთხელ გამოავლინეს რადიოქტიური
ცეზიუმი. მისი ოდენობა ნორმას 25-ჯერ აღემატებოდა.
internet.ge