ოხოტის ზღვაში, 580 კილომეტრის სიღრმეზე 7,7 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. იყო ცუნამის საშიშროებაც, თუმცა ამერიკის გეოლოგიური სამსხურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საფრთხე მოხსნილია.
ოხოტის ზღვა კამჩატკის ნახევარკუნძულთან ახლოს, კურილის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ყველაზე ახლოს მასთან სახალინის რეგიონია. რუსული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს სახალინში მხოლოდ 2 -3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.
internet.ge