GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს
12:04 14.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, სათანადო ცვლილებები განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც საშუალებას მისცემს მესაკუთრეს სასამართლოში გაასაჩივროს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა.

როგორც გიორგი ტუღუშის აპარატში განმატრავენ, საქართველოს სახალხო დამცველს უკანასკნელი თვეების მანძილზე განცხადებით არაერთმა პირმა მიმართა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ქონების ან საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო უკანონოდ იზღუდებოდა მათი საკუთრების უფლება.

დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით,  სახალხო დამცველმა  საკუთარი ინიციატივით დაიწყო რამდენიმე, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან.

„მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას ცდება.

ხსენებულ საქმეთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ როგორც ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას,  რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ (არ იყვნენ ბრალდებულნი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ყადაღის გასაჩივრების უფლებას მხოლოდ მხარეს ანიჭებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს განახორციელოს სათანადო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც შექმნის ეფექტურ საშუალებას სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის გამოყენებისას მესაკუთრის მიერ საკუთარი უფლების სასამართლოში დასაცავად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა1
გრიგორი კარასინი: ჩვენ კარგად ვიცნობთ ზურაბ აბაშიძეს2
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებისა და მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნება3
პატიმრებმა წებო დალიეს, სამი მათგანი უკვე დაიღუპა4
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X