საქართველოს ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის
საკითხებში
სახელმწიფო
მინისტრი,
ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს მუსლიმებს ულოცავს რამადანის ბრწყინვალე დღესასწაულს.
„ისლამი არის ჩვენი მრავალკონფესიური
და მრავალეთნიკური ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი, ხოლო ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები
საქართველოს
მოსახლეობის
ძვირფასი ნაწილია. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარება, მისი სიძლიერე და კეთილდღეობა მეტი სიკეთის მომტანი იყოს საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახისათვის.
სულით და გულით ვუერთდები იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც ყოველი მუსლიმის გულში სუფევს. დაე, ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი“, - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
internet.ge