ფილადელფიაში სამაშველო
სამსახურის წარმომადგენლებმა ცრუ განგაში ატეხეს. მათ სამართალდამცავებს ცხელი
ხაზის მეშვეობით შეატყობინეს, რომ წყალში დამხრჩვალი ადამიანი აღმოაჩინეს, რის
შემდეგაც მდინარის გარშემო საპატრულო პოლიციისა და გამომძიებლების მობილიზება
მოხდა. თუმცა, აღმოაჩნდა, რომ წყალის ზედაპირზე მოტივტივე ადამიანი გარდაცვლილი კი არ
იყო, არამედ ეძინა.
ვიდეო კადრები ასახავს
როგორ წამოდგა წყალში მყოფი ადამიანი სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ. მისი
განცხადებით, ის ჭრიჭინამ გააღვიძა, რომელიც ცხვირზე დააჯდა.
internet.ge