სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს დაჯარიმებაზე საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში
დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს
დაუდასტურა.
მისი თქმით, 2 საათიანი პროცესის დროს ისინი საქალაქო სასამართლოს
მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უკანონობაზე მოსამართლე ნათია ქუთათელაძეს
მასალებს აწვდიდნენ, თუმცა, მან საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით 11
აგვისტოს დაჯარიმდა.
internet.ge