ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას
ქალაქ თბილისის მერია საკონპენსაციო თანხებს გადასცემს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
მათი განცხადებით, ხანძრის შედეგად
დაზარალებულ მოსახლეობასა და თბილისის მერიას შორის, შესაბამისი დოკუმენტი ხვალ
გაფორმდება, რომლის შემდეგაც, დაზარალებულები დროებითი საცხოვრებელის ქირის საფასურს მიიღებენ.
რუსთაველის 23 ნომერში ცეცხლი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. ინცინდენტი მსხვერპლით
დასრულდა. ხანძრის
შედეგად შუახნის ცოლ-ქმარი დაუღუპა, მათი 11 წლის შვილის გადარჩენა მეხანძრეებმა
შეძლეს.
სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
internet.ge