ლაგოდეხის რაიონში ახალი აკვა-პარკის
მშენებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
მისი თქმით, ევროპული დონის გასართობი
ცენტრი წლის ბოლოს დასრულდება.
„ბევრი შრომის და ჯაფის შემდეგ კარგია ასეთ საინტერესო ადგილას დასვენება, ეს
პარკი ყველა ასაკის ადამიანს მოემსახურება“,- განაცხადა პრემიერმა.
აკვა-პარკის მშენებლობისთვის მილიონიანი
ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სამუშაოებს „აქუა
სითი“ აწარმოებს.
Internet.ge