GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო
17:24 18.08.2012
დღის სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ჩოხატაურში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჩოხატაურის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარია და სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად, 150 ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობას წყალი ათწლეულების მანძილზე არასტაბილური გრაფიკით კვირაში რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, გრაფიკი სტაბილური გახდა და ამჟამად, ჩოხატაურს წყალი ყოველდღიურად 6-10 საათის განმავლობაში მიეწოდება. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩოხატაური 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ჩოხატაურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, გაკეთდა წყალსადენი მილების მაგისტრალური ქსელი. მოეწყო საქლორატორო, დამონტაჟდა წყალსადენი ჭები. სამუშაოების მეორე ეტაპზე აშენდა 2000 კუბურ მეტრიანი წყლის რეზერვუარი და მოეწყო საქლორატორო. ასევე ჩატარდა ქუჩების დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების მესამე ეტაპზე მოეწყობა საფილტრი ნაგებობა, დამონტაჟდება 2 ახალი ტუმბო დანადგარი, მდინარე გუბაზეულზე აშენდება წყლის მიმღები ნაგებობა და მოხდება წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, დაბა ჩოხატაურის მაცხოვრებლები სუფთა და გაფილტრულ წყალს 24 საათიანი გრაფიკით მიიღებენ. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დასრულდება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას უსუსურსა და უაზროს უწოდებს1
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს2
სოციალურად დაუცველი ბავშვები კერძო სკოლებში უფასოდ ისწავლიან3
მანანა მანჯგალაძე: ლიტვა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია4
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X