GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა 75% დასაქმებულია
17:32 18.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე დღეს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ”აისის” საქმიანობას გაეცნო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, მინი საკონსერვო საწარმო, სხვადასხვა სახელოსნო დაათვალიერა და იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც კოლეჯში საწარმოო პრაქტიკას გადიან. ყოველწლიურად, კოლეჯის კურსდამთავრებულთა 70% საქმდება.

კოლეჯში ამ ეტაპზე  ანაზღაურებად პრაქტიკას მეფილეები და დურგლები გადიან. მომავალი მეფილე-მომპირკეთებლების ნაწილი კოლეჯის ტერიტორიაზე ქვაფენილს აგებს, ნაწილი გურჯაანის სტადიონის მშენებლობაზეა დასაქმებული, დურგლები კოლეჯის ღვინის ქარხნისთვის ავეჯს ამზადებენ. პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ მეფუტკრეებიც. გარდა ამ სპეციალობებისა მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების,  ტრაქტორისტ-მემანქანის,  მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, ელექტრიკოსის, ავტომობილის შემკეთებლის, ტურიზმისა და სასტუმრო საქმის მწარმოებელის პროფესიებს  ეუფლებიან.

„აისში“  სპეციალობები  კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა. კოლეჯი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების  მაჩვენებელი 75%-ია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში რამდენიმე ობიექტი მოინახულა1
დეპუტატების ხელჩართული ჩხუბი და მკვლელობის მცდელობა პირდაპირ ეთერში (VIDEO)2
მოსკოვს მოუწოდებენ „მკვლელებისთვის“ იარაღის მიწოდება შეწყვიტოს3
ცსკ-სა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრგვალი მაგიდა გაიმართება4
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X