პროვინცია
ხაკარის მოსახლეობამ თურქეთის შს მინისტრს - იდრის
ნაიმ სახინს, ქვები დაუშინა.
მინისტრმა
ხალხთან დალაპარაკება გადაწყვიტა და ახალგაზრდებს მზის ჩასვლის შემდეგ ტრადიციულ
ვახშამზე შეხვდა. თუმცა, ამ დროს მათთან
აგრესიულად განწყობილ ადგილობრივთა ჯგუფი მიიჭრა და მინისტრს ქვები დაუშინა.
დაცვამ
მინისტრი ნახევარი საათის განმავლობაში კაფეში დააყოვნა, შემდეგ კი მისი ევაკუაცია
გუბერნატორის ოფისში მოხდა.
internet.ge